ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს , საჯიდ ჯავიდს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საჯიდს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს. მინისტრის განცხადებით, თვითიზოლაციაშია გადასული.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის მასობრივი გავრცელება შეინიშნება. გასულ დღეს ქვეყანაში 54 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.











