ბრიტანეთის მთავრობა კოვიდგადატანილ მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, რომ იმუნიტეტის მიუხედავად ისინი ვირუსის გადამტანები მაინც შეიძლება იყვნენ. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
განცხადებაში აღნიშნულია, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხუელები ადამიანს რეინფიცირებისგან 83 პროცენტით იცავს.
ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები ვირუსის გადამტანებად მას შემდეგაც რჩებიან, რაც „კოვიდ-19“-ს ერთხელ დაამარცხებენ.
„კვლევებით დგინდება, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანებს გარკვეული იმუნიტეტი ხუთი თვის განმავლობაში გამოუმუშავდებათ, თუმცა ისინი შესაძლოა, მანც იყვენენ ვირუსის მატარებლები და ინფექციას ავრცელებდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.











