დიდ ბრიტანეთში მოქალაქეებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში კარანტინის გასავლელად 1750 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქეებს 14 დღის ნაცვლად, იზოლაციაში დარჩენა 10 დღე მოუწევთ. გამკაცრდა ტესტირების სისტემაც. კეძოდ, ისინი ვალდებულები იქნებიან კარანტინში ყოფნის დროს კოვიდზე ტესტირება ორჯერ ჩაიტარონ – მე-2 და მე-8 დღეს.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ მოქალაქეები დამალავენ, რომ „წითელი ზონის“ ქვეყნებში იმოგზაურეს მათ, შესაძლოა, 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდოთ.











