დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება . სამიტზე საქართველოს საკითხიც იქნება განხილული.
საქართველოში ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ სამიტზე მხარს დაუჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. დასკვნით დოკუმენტში კი სათანადოდ შეფასდება საქართველოს ნაბიჯები ევროატლანტიკურ გზაზე.
ბრიუსელის სამიტის პარალელურად, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელის ფორუმში და ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხესა და საქართველოს გამოცდილებაზე, მასთან გამკლავების კუთხით.











