ცოტახნის წინ დასრულდა შეხვედრა ბუკნარში, ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის, რომელსაც გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ყოფილი დეპუტატი ნინო წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„უნდა დავივიწყოთ ძველი წყენები და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება”- მიმართა შეკრებილებს ყოფილმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
მხარეებმა ისაუბრეს და საბოლოოდ ეს შეხვედრა შერიგებით და ხელის ჩამორთმევით დასრულდა-” სოფელში ყველა მშვიდად და ტკბილად გააგრძელებს თანაცხოვრებას”- აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები.
შეგახსენებთ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი სოფელ ბუკნარში მაღთლმადიდებლებსა და მუსლიმ თემს შორის, 12 იანვარს დაიწყო.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











