ბულგარეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები 21 დეკემბრამდე დაიხურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეზღუდვები 27 ნოემბრიდან შევა ძალაში. მათი მთავარი მიზანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლისგან გადარჩენაა.
„ერთადერთი, რაც COVID-19-ის გავრცელებას ამცირებს, სოციალური კონტაქტების შეზღუდვა ან კარანტინია. ჰოსპიტლებზე წნეხის შესამსუბუქებლად, რომლებიც უკვე ზღვარზე არიან, 3 კვირით ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირების 129,348 შემთხვევაა დაფიქსირებული.











