კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ბულგარეთი შეზღუდვებს ამკაცრებს. ინფორმაცია ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში 22 მარტიდან 10 დღის განმავლობაში დაიხურება სკოლები, რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბულგარეთში კორონავირუსის 291 769 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 11 715 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











