ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს, ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ეგზიტპოლების თანახმად, 58 წლის რადევმა ხმების 66% მოიპოვა, მისმა მეტოქემ, ანასტას გერჯიკოვმა კი – 32%.
რადევის პარტია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“, რომელმაც 14 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იმედოვნებს, რომ იპოვის კოალიციურ პარტნიორებს ქვეყანაში არსებული ექვსთვიანი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად.











