ბულგარეთში 3 თვის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდის 3 502 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 132 ადამიანი.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბულგარეთში ვირუსის 266,805 შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდს 10,902 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 217,518-ს შეადგენს.











