ბუსა ჟვანიას, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის, დაჭრისთვის ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას ლევან თოფაძის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა.
„ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ, როგორც წესი წარდგენა 48 საათში უნდა მოხდეს“, – გვითხრა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ჟ.-მ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.











