დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საკითხი არ განიხილება.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირუსის მართვის პოლიტიკის გაძლიერება.
„ჩაკეტვების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენთან უკვე აღარ არის დღის წესრიგში, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. მართვის პოლიტიკა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა, ანუ სწრაფი იდენტიფიცირება და მართვა და ეკონომიკის აქტივობების გაძლიერება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











