fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩაკეტვებით ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ – ირაკლი ღარიბაშვილი

21:25 August 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
798
ნახვა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 9 აგვისტოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გაიმართება, სადაც გარკვეული რეგულაციების შემოღების თაობაზე მსჯელობა გაიმართება.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას და იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა თუ რატომ გააკეთა მან არჩევანი ფაიზერის ვაქცინაზე.

„ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია. მსოფლიომ გამოსცადა ყველაფერი, მათ შორის ლოკდაუნები, სრული ჩაკეტვები, რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი და ეკონომიკა დაინგრა.

ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. შემოვიტანეთ 3 მლნ-ზე მეტი ვაქცინა, კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ. შეიძლება დროებით გავწელოთ პროცესი, პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ ვაქცინით.

ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მით უმეტეს აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევდივართ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები.

რატომ ფაიზერი? ჩემი მეუღლე აიცრა სინოფარმის ვაქცინით, ახლა გვინდა, რომ ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ სახლში, რომელს უფრო მეტი ძლიერი იმუნიტეტი ექნება. ოჯახის ყველა წევრი, მშობლები აცრილი მყავს. ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც ვაქცინაციას უკავშირდება და ამ არგუმენტს პრაქტიკულად ვერავითარი კონტრარგუმენტი ვერ უპირისპირდება, ეს არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილილოქდაუნი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია