უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებენ, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით,-ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა კითხვას, რა იქნება მათი გეგმა ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში.
„ეს იქნება აბსოლუტურად ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვა. ეს არ არის ნიკა მელიას დაცვა მხოლოდ. გამოვალთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. ჩვენ კონსტიტუცია დაგვახიეს თავზე, ანტისაოკუპაციო კანონმა არ იმუშავა და სხდომა მიჰყავდა ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტ გავრილოვს. უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებენ, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით. ნიკა მელია ამ შემთხვევაში არის კრეფსითი, შურისძიება არის ხელისუფლების მხრიდან ხალხის მიმართ“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.










