პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი შატილის გზაზე ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
როგორც იგი განმარტავს, განმეორებითი კვლევების შემდეგ პაციენტებთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდებათ, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„ორ პაციენტთან ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამისთვის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე დაშავებულის სიცოცხლე შენარჩუნდეს“,- განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.











