ჩეხეთი ევროკავშირისა და სერბეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 21 ივნისიდან გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში შესულ ადამიანებს მოუწევთ წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან კოვიდის ტესტზე ნეგატიური პასუხი.
ჩეხეთში ასევე შემსუბუქდა კულტურულ ღონისძიებაზე დამსწრეთა ლიმიტი: შიდა სივრცეში – 1000 კაცი, ხოლო გარე სივრცეში 2 000 კაცი. ამადროულად, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ბავშვებსა და მასწავლებლებს სკოლაში პირბადის გარეშე შეუძლიათ სიარული.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კოვიდის 1,663,607 შემთხვევაა გამოვლენილი.











