ჩეხეთი შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 3 მაისიდან ჩეხეთში სილამაზის სალონები და სპა ცენტრები გაიხსნება. 10 მაისიდან კი ქვეყანაში მუშაობის განახლების უფლება საცალო ბაზრობებსაც მიეცემა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კოვიდით 1,628,536 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 29,213 -ი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,548,014-ს შეადგენს.











