ჩეხეთში კოვიდის ვაქცინა პირველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გაიკეთა. ამით ჩეხეთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამ მომენტისთვის ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის 9 750 დოზაა ხელმისაწვდომი.
„ვაქცინა, რომელიც გუშინ ევროკავშირიდან მივიღეთ, იმედია იმის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით“, – განაცხადა ბაბიშმა.











