„ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა, ქვეყანა გაიხსნას“,- ამის შესაებ . პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, მისთვის ყველანაირი მშვიდობიანი აქცია მისაღებია.
„არ ვიცი, ჯამში ოპოზიცია რისთვის ემზადება. მე შემიძლია გითხრათ, რისთვის ვემზადები. ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა, ქვეყანა გაიხსნას. იქნება აქციები, რომელშიც მივიღებ მონაწილეობას, იქნება – რომელშიც არ მივიღებ მონაწილეობას. ძალადობის გარეშე ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია ჩემთვის მისაღებია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ორი დღეა მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავს. აქცია დღეს 3 საათზეც არის დაგეგმილი, რომელიც კანცელარიასთან გაიმართება.











