აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის მუშაობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
“მთავრობაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ, პასუხიმგებლობას იღებს უმრავლესობა. ვნახოთ, როგორ შეასრულებს აჭარის მთავრობა მოვალეობას, ესაა მთავარი გამოწვევა დღეს. მთავრობის ფორმორებაზე არ ვიქნები პასუხიმგებელი. ეს არ ნიშნავს, რომ ვიქნები პასიურ მდგომარეობაში, განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს და ჩემი ხმა აჭარის მოსახლეობას მისწვდება”,- აღნიშნა ჩავლეიშვილმა
შეგახსნებეთ, ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი წარმომადგენელია ოპოზიციური პარტიებიდან, რომელმაც აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატზე თანხმობა განაცხადა და საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთო.











