ნიკა მელიას განცხადებას, რომ მისთვის მიუღებელია გირაოს გადახდაც და ამნისტიაც, სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია ეხმაურება.
ლატარიას თქმით, მელია თავისი გადაწყვეტილებით ხელს კრავს.
„არ მახსენდება მსგავსი ლუსტრაცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, ევროპარლამენტარები, კონგრესმენები, სენატორები, მეორე მხარეს დგას ნიკანორ მელია, გუბაზ სანიკიძე, ლევან ხაბეიშვილი, გიგა ბოკერია, კობა ხაბაზი და მიხეილ სააკაშვილი.
ამ ყველაფრის მერე ვინმეს რამე კითხვა დაგრჩათ? ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მიერ შეთავაზებულ გირაოს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამინისტიაზეც უარს იტყვის და სრულად მოიხდის იმ სასჯელს, რაც განკუთვნილია დამნაშავისთვის, რომელმაც პარლამენტზე შტურმი მიიტანა!“ – წერს ირაკლი ლატარია.
„მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით“ – ნიკა მელია










