ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ გახარიას მხრიდან, მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის პოსტზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა, მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რათა მისი ნდობა და მანდატი გავამართლო”,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ გახარიას მხრიდან, მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის პოსტზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა, მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რათა მისი ნდობა და მანდატი გავამართლო. თქვენთან კომუნიკაციის ნაწილში, მე შეძლებისდაგვარად გახსნილი ვიქნები, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობა და კოოპერაცია იყოს მაქსიმალურად პროფესიონალური, ღია, გამჭვირვალე და რაც მთავარია სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული. ზუსტად იცოდეთ, რომ თქვენს პროფესიას ძალიან ვაფასებ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა განვითარდება“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.









