“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი იყოს თავისუფალი, რადგან იმსახურებს თავისუფლებას”,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.
„ძალიან მადლობელი ვარ სახალხო დამცველის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი იყოს თავისუფალი, რადგან იმსახურებს თავისუფლებას , მნიშვნელოვანია, რომ იყოს ჯანმრთელი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.











