დედაქალაქის მერი, კახა კალაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი კვლევა არის ის დამოკიდებულება, რასაც თბილისის მოსახლეობისგან იღებს.
„ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა არის თბილისელების დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, NDI-ის გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს, 25% – ცუდად.











