ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უჰანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო 5 წლით პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ჯან ზანი 2020 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალად კონფლიქტის პროვოცირება, არეულობის გამოწვევა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ედება.
ცნობისთვის, ჯან ზანი არ არის პირველი ჟურნალისტი, რომელსაც უჰანში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო ჩინეთში პრობლემები შეექმნა.
ქალაქში მომუშავე სამი რეპორტიორი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას აშუქებდა, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.
ამ თემაზე ვრცლად – გაუჩინარებული 25 წლის უჰანელი ჟურნალისტი 2 თვის შემდეგ გამოჩნდა











