ჩინეთმა განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესეს იმ ამერიკელებს, რომლებიც ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საკითხებში „არასწორად ერევიან“. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჩინეთის შიდა საქმეა და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს.
მისივე თქმით, აშშ-ის მცდელობა, ე.წ. „სანქციების“ დაწესების გზით ხელი შეუშალოს ჩინეთის ძალისხმევას, რომ ჰონგ-კონგისთვის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა განავითაროს, მარცხისთვის არის განწირული.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებულია სავალდებულო სანქციების დაწესება იმ ცალკეული პირებისა თუ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ ჩინეთის ძალისხმევას შეზღუდოს ჰონგ-კონგის ავტონომია.











