ჩინეთი ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეების კორონავირუსის ვაქცინით აცრას ითვალისწინებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 89,994 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 85,175-ს შეადგენს.











