DW-ს ცნობით, ნოემბერში ჩინეთიდან ექსპორტის მოცულობა 21%-ით გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში იმპორტმა 4,5%-ით მოიმატა.
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ის 13,6%-ით გაიზარდა.
პროგნოზების მიხედვით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს 2-დან -2,2%-მდე იქნება.
შეგახსენებთ, ზაფხულის შემდეგ ჩინეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ყოველდღიურად ჩინეთში ვირუსის ერთეული შემთხვევები აღირიცხება.











