ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მომხდარი თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქალაქ კაიუანში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს დაესხა თავს. დამნაშავე დაკავებულია.
მსგავსი ინციდენტები ჩინეთისთვის იშვიათობაა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში დანით შეიარაღებული ადამიანების თავდასხმები ხშირად ხდება. დამნაშავეები ხშირ შემთხვევაში მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან, ან თავდასხმებს შურისძიების მიზნით ახორციელებენ.











