ქალაქ სუჩჟოუში სასტუმროს ჩამონგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეროლა. ცხრას კი, მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 54-ნომრიანი, სამსართულიანი სასტუმრო 2018 წელს გაიხსნა.
შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.











