ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში გასული 24 საათის განმავლობში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან ოთხი შიდა გადაცემას უკავშირდება, რვა კი იმპორტირებულია.
პეკინში აცხადებენ, რომ შიდა გავრცელების შემთხვევები ჩინეთის ჩრდილოეთით, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში დადასტურდა.











