ჩინეთმა COVID პასპორტების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ელექტრონულ სერთიფიკატში ასახული იქნება მომხარებლის ინფორმაცია ვაქცინაციის სტატუსისა და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგის შესახებ.
სერტიფიკატის მიღება ჩინეთის მოქალაქეებისთვის ელექტრონულად, ჩინური სოციალური პლატფორმის, WeChat-ის საშუალებითაც არის ხელმისაწვდომი.
ჯერჯერობით აღნიშნული სერტიფიკატი ჩინეთის მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი. მისი აღება ნებაყოფლობითია და ის მსოფლიოში პირველ „კოვიდპასპორტად“ მიიჩნევა.











