ჩინეთმა ინდოეთთან საზღვრის სადავო მონაკვეთიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, გალვანის ველზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩინელ და ინდოელ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა, ჩინელი სამხედროები კარვებსა და სხვა სამხედრო მოწყობილობებს შლიან.
ცნობისთვის, 16 ივნისს, ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ – ინდოეთ-ჩინეთის სასაზღვრო დავა – ხანგრძლივი კონფლიქტის ისტორია











