ჩინურმა მთვარის მოდულმა „ჩანიე-5“-მა მთვარის ზედაპირზე ქვეყნის დროშა აღმართა. „ჩანიე-5“-ი მთვარეზე 1 დეკემბერს დაეშვა. მისი მისიის მიზანია შეაგროვოს და დედამიწაზე ჩამოიტანოს მთვარის გრუნტი.
წარმატების შემთხვევაში, ჩინეთი, მესამე ქვეყნა იქნება მსოფლიოში, რომელიც ამას მოახერხებს. აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ეს უკვე არაერთხელ გააკეთა 1969-1976 წლებში.











