ჩინეთმა საფრანგეთიდან მგზავრების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ზომის მიღება საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო გახდა საჭირო.
მანამდე ჩინეთმა მოგზაურების მიღება შეაჩერა დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, ინდოეთიდან და ფილიპინებიდან. პეკინში აცხადებენ, რომ შეზღუდვები სამართლიანია, რადგან მსგავს პრაქტიკას სხვა ქვეყნებიც მიმართავენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის 58 000 შემთხვევა გამოვლინდა.











