ჩინეთმა საზოგადო მოხმარებისთვის კორონავირუსის კიდევ ორი ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კორონავირუსის ორი ახალი ვაქცინა CanSino Biologics-სა და Sinopharm-ს ეკუთვნის.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ჩინეთს ადგილობრივი წარმოების კოვიდის 4 ვაქცინა აქვს დამტკიცებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 89,871 შემთხვევაა დამტკიცებული. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 84,954-ს შეადგენს.











