ჩინეთმა, შესაძლოა, ქალაქ ვუჰანში მდებარე აშშ-ის საკონსულო დახუროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც ჩინეთში აშშ-ს საელჩოს განცხადება არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-მ ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა.











