ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო დახურეს. საკონსულოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევიდნენ და შენობა ოფიციალურად გადაიბარეს.
ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. შენობიდან მოხსნეს აშშ-ის დროშაც.
შეგახსენებთ, რომ საკონსულოს დახურვა ოფიციალურმა პეკინმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ვაშინგტონის მოთხოვნით ჰიუსტონში მუშაობა ჩინეთის საკონსულომ შეაჩერა.











