ჩინეთში, ბრაზილიიდან შემოტანილ ქათმის ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ შენჯენში დაფიქსირდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, შენჯენის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა ქათმის ფრთებზე ანალიზი გეგმიური შემოწმებისას ჩაატარა. ჩინეთში მსგავსი ხასიათის შემოწმებები იმის შემდეგ დაიწყო, რაც ივნისში პეკინში საკვები პროდუქტების საბითუმო ბაზარში ეპიდემიის ახალი აფეთქება მოხდა.
ქათმის ფრთების გარდა, ერთი დღით ადრე COVID-19-ის ინფექცია ეკვადორიდან შემოტანილ გაყინულ კრევეტებზეც აღმოაჩინეს. ქალაქ შენჯენის მთავრობამ ამ დროისთვის ყველა შესაძლო ადამიანს იკვლევს, რომლებსაც გაყინული ფრთების ამ პარტიასთან ჰქონდა კონტაქტი.











