ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 10 იმპორტირებულია, 1 კი შიდა გადაცემის შედეგია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 85,622 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირუსს ჩინეთში 4,634 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











