ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, COVID-19-ის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 14 იმპორტირებულია, 6 კი-შიდა გადაცემის შედეგია.
შიდა გადაცემის ექვსივე შემთხვევა შანდოგის პროვინციაში გამოვლინდა. რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ პროვინციაში მდებარე ქალაქ ცინდაოს ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ 5 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი ქალაქის მთელს მოსახლეობას ჩაუტარდებოდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 85 661 შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 4,634 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











