აღმოსავლეთ ჩინეთში, ქალაქ ძინანში იმპორტირებულ საქონლის ხორცზე და ხორცპროდუქტების შეფუთვებზე კორონავირუსი აღმოაჩინეს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პროდუქტები, რომელზეც ვირუსი აღმოჩნდა, ჩინეთში ბრაზილიიდან, ახალი ზელანდიიდან და ბოლივიიდანაა შეტანილი.
ტესტირება უკვე ჩაუტარდა 7,500-ზე მეტ ადამიანს, რომელთაც, შესაძლოა, პროდუქტებთან კონტაქტი ჰქონოდათ, თუმცა, მათ ვირუსი არ დაუდგინდათ.
WHO-ს განცხადებით, გაყინული საკვებიდან COVID-19-ით დაინფიცირების რისკი დაბალია, მაგრამ ჩინეთმა უკვე არაერთხელ გააჟღერა ინფორმაცია იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე ვირუსის აღმოჩენის შესახებ.











