ჩინეთში კინოთეატრები იხსნება. ქვეყნის ფილმის ადმინისტრაციის განცხადებით, კინოთეატრების გახსნა დაბალი რისკის რეგიონებში უსაფრთხოა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც BBC-ი წერს, კინოთეატრებს დარბაზის მხოლოდ 30 პროცენტის შევსების უფლება ექნებათ. ამასთანავე, აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება, აიკრძალება კინოთეატრში საკვებისა და სასმელების გაყიდვა.











