ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ჩინეთში კოვიდის 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 88 336 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 4 635 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 82 400-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების ახალი 110 შემთხვევა გამოვლინდა.











