გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ასევე, ჩინეთში კოვიდის 13 უსიმპტომო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან ჩინეთში კორონავირუსის 89,923 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 85,087-ს შეადგენს.











