ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ეს ქვეყნისთვის ბოლო 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსით 87 706 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 4 634.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 82 288-ს შეადგენს.











