გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 2 ადგილობრივი ინფექციაა. ორივე შემთხვევა ქალაქ რუილიში დაფიქსირდა.
ჩინეთში კორონავირუსის 8 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,341 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











