ჩინეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.
ახალი შემთხვევებიდან 7 ადგილობრივი გავრცელების შედეგია. ყველა მათგანი პეკინში დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსის 83 512 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4 634 ადამიანი გარდაიცვალა.










