ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 10 იმპორტირებულია.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 86 646 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.











