გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ჩინეთში კოვიდის 7 უსიმპტომო შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,062 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 4,636 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა.











