გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია.
ამასთან, ქვეყანაში დღეს არც ერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა, არც რაიმე საეჭვო შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,400 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











